„რუსთავი 2“-ის საქმეზე, მოსამართლემ გადაწყვეტილება შესაძლოა დღეს ვერ მიიღოს

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ერთსაათიანი შესვენება გამოცხადდა. პროცესი მხარეთა პაექრობით გაგრძელდება.

როგორც „რუსთავი 2“-ის ადვოკატმა თამთა მურადაშვილმა შესვენების გამოცხადების შემდეგ განაცხადა, სიტყვით უკვე გამოვიდნენ ტელეკომპანია „საქართველოს“, ასევე, „გეოტრანსის“ და ნინო ნიჟარაძის წარმომადგენლები.

„1 საათიანი შესვენების შემდეგ განახლდება პროცესი. შესვენების შემდეგ „რუსთავი 2“-ის წარმომადგენლები წარვსდგებით სიტყვით. ძალიან გრძელი სიტყვა გვაქვს და არა მგონია, 18:00 საათამდე მოვასწროთ. თუ ვერ მოვასწრებთ, მოსამართლე ხვალისთვის გადადებს პროცესს“, – განაცხადა მურადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია: არასდროს გვითქვამს, რომ დაუყოვნებლივი აღსრულების დაწყებას ვაპირებდით
შემდეგი სტატია“იმედი” და “პირველი არხი” დანაშაულებრივი შეთანხმების გამტარები და გამხმოვანებლები გამოდიან”