“რუსთავი 2”-ის სასამართლო პროცესი ხვალ განახლდება

რადიო

რუსთავი 2-ის სასამართლო სხდომა ხვალ 11:00 საათზე გაგრძელდება. ამის შესახებ მოსამართლე ურთმელიძემ რამდენიმე წუთის წინ გამოცხადა.

ხვალინდელ სხდომაზე რუსთავი 2-ის იურისტები საპაექრო სიტყვას წარმოთქვამენ, რის შემდეგაც მოსამართლე ურთმელიძე გადაწყვეტილების მისაღებად გავა.

დღევანდელი სხდომა დღის მეორე ნახევარში მხაურით წარიმართა. მოსამართლე ურთმელიძემ ტელეკოპანიის ადვოკატებს რამდენიმე შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. გარდა ამისა დღესვე დაიკითხა მოსარჩელე მხარის ერთადერთი მოწმე, სამხარაულის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროს ფინანსური ექსპერტიზის სამმართველოს უფროსი შოთა ივანაშვილი, რომელმაც მოამზადა დასკვა კომპანიის წილების ფასის შესახებ.

banner
წინა სტატიაშიერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3962 ლარია
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: ჩემი ინფორმაციით, „სოკარს“ გარკვეული პრობლემები აქვს, რადგან ხელშეკრულება „გაზპრომთან“ გააფორმეს