“რუსთავი 2”-თან დაკავშირებული საკითხი ბიურომ დღევანდელი სხდომის დღის წესრიგში არ ჩასვა

პრეზიდენტთან ურთიერთობა-

პარლამენტის ბიურომ “ნაციონალური მოძრაობის” წინადადება, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან დაკავშირებულ მოვლენებზე დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მსჯელობის გამართვის თაობაზე, არ გაითვალისწინა. ბიუროს უარის მიზეზი რეგლამენტით დადგენილი პროცედურის დაცვა გახდა.
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი აღნიშნულ თემაზე საუბარს არ გაურბიან, მაგრამ ყურადღება საკითხის განხილვის პროცედურაზე გაამახვილეს. კერძოდ, სხდომის წამყვანის ზვიად ძიძიგურის განმარტებით, “ნაციონალური მოძრაობის” წინადადება, “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით მსჯელობის გამართვის თაობაზე პარლამენტში დღეს დარეგისტრირდა და შესაბამისი საკითხი, სხდომის დღის წესრიგში ჩასმის თაობაზე, ბიუროს არ წარდგენია.
ძიძიგურმა ისიც აღნიშნა, რომ პარლამენტში ყოფილა პრაქტიკა, როცა ბიუროს, წინასწარი კონსულტაციების შემდეგ, “სხვა გადაწყვეტილება” მიუღია, თუმცა ძიძიგურის თქმით, აღნიშნულ თემაზე უმრავლესობასა და უმცირესობას შორის არავითარი წინასწარი კონსულტაცია არ გამართულა.
შესაბამისად, უმრავლესობამ არ გაითვალისწინება უმცირესობის წინადადება – “რუსთავი 2”-ის თემაზე დღეს პარლამენტში მსჯელობის გამართვის თაობაზე და კენჭი უყარა იმას, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მიმართვას, რეგლამენტით დადგენილი პროცედურის მიხედვით განიხილავენ.

banner
წინა სტატიაში“რუსთავი 2”-ის ადვოკატების სამი შუამდგომლობიდან არც ერთი არ დაკმაყოფილდა
შემდეგი სტატია,,ე.წ. “ნარუშილოვკებზე” ყველა ეპიზოდთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს”