“რუსთავი 2-თან დაკავშირებით შეფასებას ვერ გავაკეთებ”

შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, “რუსთავის 2”-ის ქონების დაყადაღებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს.

მღებრიშვილის თქმით, შემფასებელი ამ შემთხვევაში მოსამართლე იქნება.

“ერთი რამ შემიძლია დაზუსტებით გითხრათ, დღეს საქართველოში აბსოლუტურად თავისუფალი სასამართლო არსებობს, რომელიც ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს ყოველგვარი ზეწოლების გარეშე. შემფასებელი ამ შემთხვევაში იქნება მოსამართლე, მე შეფასებას ვერ აგვაკეთებ”, – განაცხადა მღებრიშვილმა

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის კუთვნილი ქონების ნაწილს, კერძოდ ავტომობილებს, ქიბარ ხალვაშის სარჩელის საფუძველზე, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ყადაღა გუშინ დაადო.

ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა, „რუსთავი2“-ის წილის დასაბრუნებლად, სასამართლოში სარჩელი შეიტანა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, „რუსთავი 2“-ის პარტნიორთა წილების დაყადაღება მოითხოვა.

banner
წინა სტატიაშიჩიორა თაქთაქიშვილის ქმარი “რუსთავი 2”-ს მძღოლობას სთავაზობს
შემდეგი სტატიასამტრედიაში 41 წლამდე მამაკაცი განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს