„რუსთავი 2“ ზუგდიდის მერიას დაგეგმილ კონცერტთან დაკავშირებით მიმართავს

rustavi2სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ მიმართავს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერს ირაკლი გოგოხიას, ზუგდიდში მიმდინარე წლის 29, ან 30 აგვისტოს გასამართი კონცერტის თაობაზე. კერძოდ, ოფიციალურ წერილში, რომელიც მერიას გაეგზავნა, ვკითხულობთ, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჭიროა ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს წინასწარ გაფრთხილება, თუ შეკრება, ან მანიფესტაცია ტრანსპორტის სავალ ადგილას იმართება, ან ტრანსპორტის მოძრაობას აფერხებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ტრანსპორტის მოძრაობა გადაკეტილია შეკრებისგან და ან მანიფესტაციისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. წერილის თანახმად, ღონისძიება არ გაიმართება ისეთ ტერიტორიაზე, რომელიც არის სავალ ადგილას, ან ტრანსპორტის მოძრაობას აფერხებს, კერძოდ, ქალაქის ცენტრალურ პარკში, ყინულის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, 15: 00 საათიდან 24:00 საათამდე.

შეკრებას კონცერტის სახე ექნება და მის ფარგლებში მოეწყობა სახალისო სპორტული თამაშები ბავშვებისთვის, ასევე „კომედი შოუს“, „საქართველოს ვარსკვლავის“ „იქს ფაქტორის“, „ნიჭიერის“ მონაწილეების და ჯგუფ „გამოუვალი მდგომარეობის“ ერთობლივი კონცერტი.

„კონცერტისადმი გამოხატული დიდი ინტერესის გამო, ველით, რომ მოვა მოსახლეობის ძალინ დიდი რაოდენობა. ვინაიდან მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, გაცნობებთ, რომ ღონისძიების ჩატარებისთვის საჭიროა მიღებულ იქნეს შესაბამისი ზომები. კერძოდ, მოგმართავთ, რომ უზრუნველყოთ საგზაო მოძრაობის რეგულირების და ღონისძიების უსაფრთხოება, გააფრთხილოთ შსს-ს შესაბამისი სამსახურები, მობილიზებული იყოს სამაშველო სამსახურები, და ადგილზე იყოს სასწრაფო დახმარება. აგრეთვე, ღონისძიების უსაფრთხო ჩატარებისთვის საჭიროა დამცავი ჯებირების გამოყოფა და ელეტქტროენერგიით უზრუნველყოფა“, – ვკითხულობთ ზუგდიდის მერისადმი გაგზავნილ ოფიციალურ წერილში, რომელიც ტელევიზიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.

banner
წინა სტატიაშიჩინეთში დაღუპულთა რაოდენობა გაორმაგდა+ფოტო
შემდეგი სტატიაწყნეთი-ბეთანიის გზაზე უწყებათაშორისო კომისიის სხდომა გაიმართა