რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ფინანსურ დირექტორსა და მის მეგობრებს ესროლეს

ოქროყანაში,სავარაუდოდ ორმხრივი სროლა მოხდა

srolaარსებული ინფორმაციით, რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ფინანსურ დირექტორსა და მის მეგობრებს ესროლეს. ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, შემთხვევა გვიან ღამით კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. შემთხვევისას ავტომანქანაში მყოფი 4 ადამიანიდან არავინ დაშავებულა.
ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან საუბარში რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ფინანსური დირექტორი ირაკლი გვარამაძე მომხდარს სამსახურეობრივ საქმიანობას არ უკავშირებს და კატეგორიულად უარყოფს ვინმესთან დაპირისპირებას.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.
როგორც შსს-ში განაცხადეს, საქმე 236-ე მუხლით არის აღძრული, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებას ითვალისწინებს.
“გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე სხვა დეტალებზე ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებთ”, _ განაცხადეს სამინისტროში.

banner
წინა სტატიაშილუკაშენკომ პოლიტპატიმრები შეიწყალა
შემდეგი სტატიაინდოეთში ტაჯ-მაჰალიდან ჭაღის ჩამოვარდნას იძიებენ