რუსთავის მერმა და ქვემო ქართლის გუბერნატორმა მოხუცთა სახლში მცხოვრებ ქალბატონებს 8 მარტი მიულოცეს

რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ და ქვემო ქართლის გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა რუსთავის მუნიციპალურ მოხუცთა სახლ “ქსენონში” მცხოვრებ ქალბატონებს 8 მარტი მიულოცეს. ქალაქისა და მხარის პირველმა პირებმა მოხუცები პირადად მოინახულეს და სარვამარტო თაიგულებთან ერთად, სიმბოლური საჩუქრები და ტკბილეული გადასცეს.
“დღეს ტრადიციისამებრ ვესტუმრეთ “ქსენონს” და ჩვენს მოხუცებს მივულოცეთ ქალთა საერთაშორისო დღე – 8 მარტი. ქალაქის ხელმძღვანელობა ყოველთვის ცდილობს სითბო და მზრუნველობა არ მოაკლოს მათ, დღეს კიდევ ერთხელ მოვეფერეთ ჩვენს მოხუცებს და დღესასწაული სიმბოლური საჩუქრებით მივულოცეთ”, – განაცხადა რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ.
რუსთავის მერიის ორგანიზებით, დღესვე გიგა ლორთქიფანიძის სახელობის დრამატულ თეატრში ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონცერტიც გაიმართა. კონცერტზე მისულ თითოეულ ქალბატონს ქალაქის ხელმძღვანელობამ 8 მარტი ყვავილებით მიულოცა. სარვამარტო კონცერტს რუსთაველ ქალბატონებთან ერთად, ქალაქის მერი და ქვემო ქართლის გუბერნატორიც დაესწრნენ.

banner
წინა სტატიაშიდადაევმა აღიარა ნემცოვის მკვლელობა… დანარჩენები დაკავებულები უარყოფენ
შემდეგი სტატიაქართველი კურსანტების გადმოსვენებისა და დაკრძალვის ხარჯებს თავდაცვის სამინისტრო დაფარავს