რუსთაველის გამზირზე კულტურული ღონისძიებები თეატრალური მსვლელობით დაიწყო

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე კულტურული ღონისძიებებიცაა დაგეგმილი.

დღევანდელი ღონისძიებების კულტურული ნაწილი ოფიციალურად რამდენიმე წუთის წინ გაიხსნა თეატრალიზებული მსვლელობით და მასში  ცხენოსნები, რეტრომანქანები და ჩოხოსნები მონაწილეობდნენ.

რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის შენობამდე დაახლოებით 5 სცენაა დამონტაჟებული და მთელი დღის განმავლობაში რამდენიმე ღონისძიებაა დაგეგმილი.

ერთერთი მთავარი წერტილი იქნება რუსთაველის თეატრის მიმდებარე ტერიტორია, სადაც მოწყობილია 20-იანი წლების ცნობილი კაფე „ქიმერიონი“. მსახიობები წაიკითხავენ ცისფერყანწელების პერიოდის ლექსებს.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი იმყოფება რუსთაველის გამზირზე.
მიხეილ გიორგაძის თქმით, რამდენიმე ადამიანს დააჯილდოებენ კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სპეციალური ჯილდოთი.

მინისტრი ჯერჯერობით არ ახმაურებს თუ ვინ იქნებიან ეს ადამიანები.

banner
წინა სტატიაში200 წვევამდელი ფიცის დასადებად უკვე მზად არის
შემდეგი სტატიახულოდან სასწრაფო დახმარების ავტომანქანა გაიტაცეს