რუსელი პროპაგანდა ჩეხეთში 60-იანი წლებისას ემსგავსება

რუსელი პროპაგანდა ჩეხეთში 60-იანი წლებისას ემსგავსება

ჩეხეთი1უკრაინის კრიზისის შემდეგ ჩეხეთში პრორუსული საიტები მკვეთრად გაიზარდა. სავარაუდოდ, რუსეთი უწევს პროპაგანდას ორგანიზებას.
მარტში კრემლის მიერ ფინანსირებულმა მედია-პორტალმა Sputnik (ყოფილი”Голос России”), განაცხადა, რომ საინფორმაციო საიტი დაემატა ჩეხურ ენაზე და რომ საიტი მკითხველს „ალტერნატიულ სიახლეებს“ მიაწვდის.
არადა, ბევრ ჩეხს, რომლებიც 40-ზე მეტი წლის არიან, კარგად ახსოვს, რომ მათი ქვეყანა ვარშავის ხელშეკრულების და საბჭოთა ბლოკის ნაწილი იყო.
1968 წელს საბჭოთა არმიის „პრაღული გაზაფხული“ დღემდე მტკივნეული თემაა ბევრი ჩეხისთვის.
თუმცა, რუსეთში თვლიან, რომ ჩეხეთი, რომელიც 1999 წელს გახდა ნატოს , 2004 წლიდან კი ევროკავშირის წევრი ქვეყანა, მათთვის პოლიტიკურად მიმზიდველია.
Sputnik-ი ამბობს, რომ ჩეხეთი გაყოფილია და იქ სხვადასხვა ტენდენციები არსებს, რომელიც ქვეყანას ორ განსხვავებულ მხარეს აძლევს მიმართულებას – გერმანული სამყაროსა და სლავური ქვეყნებისაკენ.
ჩეხეთის პრეზიდენტი, მილოშ ზემანი ღიად აცხადებს რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციების მიზანშეუწონლობაზე. ის ერთერთია იმ ძალიან ცოტა ევროპელ ლიდერებს შორის, რომელიც რუსეთში ფაშისტური გერმანიის გამარჯვების 70 წლისთავთან დაკავშირებულ ზეიმზე აპირებს წასვლას.
რამდენიმე ჩეხურმა და სლოვაკურმა მედიამ გამოაქვეყნა იმ საიტების სია, რომლებიც აშკარა პრორუსულობით გამოირჩევიან. მათი რიცხვი რამდენიმე ათეულია.
ჩეხებს აინტერესებთ – როგორ ფინანსდებიან აღნიშნული საიტები?
ჩეხმა ჟურნალისტმა ვლადიმირ სეველამ გამოიძია ერთ-ერთი ასეთი გვერდის AENews შესახებ. ჟურნალისტი ამბობს, რომ ამ გვერდზე გამოქვეყნებული და 1968 წელს გამოქვეყნებული სტატიები ძალიან გვანან ერთმანეთს. „თუმცა, ძველი პუბლიკაციებიდან განსხვავებით, ისინი უნაკლო ჩეხურით არის დაწერილი“ – ამბობს ჟურნალისტი.
ყველა პრორუსული გამოცემა ჩეხეთში მხოლოდ იმას ამტკიცებს, რომ უკრაინაში ფაშისტური რეჟიმია, რომ აშშ-ს მთავარი მიზანი გლობალური დომინირებაა.
პრორუსული გვერდები ნატოს დასავლეთ ევროპაში დომინირების შემდეგ გამოჩნდნენ და ერთ-ერთი კრიტიკის ობიექტი რამდენიმე ხნის წინ ნატოს ტექნიკის ჩეხეთში ტრანზიტი გახდა.
რამდენიმე ხნის წინ გაკეთებულმა გამოკითხვამ, რომელიც ჩეხური ტელევიზიის დაკვეთით ჩატარდა, აჩვენა, რომ ჩეხების 82 %-ს ნატოს ტექნიკის მათი ქვეყნის გავლით ტრანსპორტირების წინააღმდეგები არ არის. იგივე გამოკითხვით 57% თვლის , რომ ამ საკითხთან დაკავშირებით სახალხო დებატებით უაზრო ხმაური ატეხეს.

WWW.TIMER.GE

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთში ,,გაჩხიკული,, მოდელები აკრძალეს
შემდეგი სტატიათავდაცვის სამინისტრო ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტს უარყოფს