რუსეთში უკვე 600 ტონა პროდუქტი გაანადგურეს

რუსეთში უკვე 600 ტონა პროდუქტი გაანადგურეს

რუსეთში უკვე 600 ტონა პროდუქტი გაანადგურესრუსეთმა ოფიციალურად გამოაქვეყნა მონაცემები განადგურებული პროდუქტების შესახებ.
“დღეის მონაცემებით დაკავებული და განადგურებულია 550 ტონა ხილ-ბოსტნეული. დაკავებულია 321 ტონა ხორცეული პრიოდუქტი, განადგურებულია 47 ტონა ” – ნათქვამია რუსეთის სურსათის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მხოლოდ 11 აგვისტოს 41 ტონა პროდუქტი იყო განადგურებული – ანუ, დღე-ღამეში დაახლოებით 200 ტონა პროდუქტი ნადგურდება.
იდეა, არალეგალური გზით შემოსული ევროპული პროდუქტების განადგურების შესახებ რუსეთის სოფლის მეურნეობის მინისტრს ალექსანდრ ტკაჩოვს ეკუთვნის.

ბრძანებას, პროდუქტების განადგურების შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 29 ივლისს მოაწერა ხელი. 6 აგვისტოს კი კამპანიამ ფართო მასშტაბები მიიღო.
გადაწყვეტილებას დიდი საზოაგდოებრივი რეზონანსი მოყვა

banner
წინა სტატიაშიტრამპი მზად არის საპრეზიდენტო კომპანიაში მილიარდი დოლარი დახარჯოს
შემდეგი სტატიაავიადისპეჩერებს ინდონეზიურ სამგზავრო თვითმფრინავთან კავშირი გაუწყდათ