რუსეთში ინტერნეტი 2017 წლამდე აიკრძალება

189772თუკი ვლადიმირ პუტინი 2017 წლამდე ხელისუფლებაში დარჩება, ეს ინტერნეტის სამუდამო გაქრობას გამოიწვევს რუსეთსა და მის სატელიტებზე-ამის შესახებ “რადიო თავისუფლებაში” გამოქვეყნებულ სტატიაში ყვება ვიტალი პორტინკოვი. როგორც ჟურნალისტი წერს, მაიდანმა და რუსეთის ომმა უკრაინაში აჩვენა, რომ პუტინს ძალიან ეშინია სახალხო აჯანყების, ასევე რუსეთის სახელმწოფოს სამხედრო დანაშაულის ჩადენის დასჯის გამო.
“და აი, ეკონომიკური კრახის მოლოდინის ფონზე, გამოჩნდა პუტინის უცნაური ბრძანებულება ინტერნეტის საერთაშორისო სეგმენტის გადაკეთების შესახებ ხელისუფლებასა და სახელმწიფოებრივი სტრუქტურებისთვის” – წერს ჟურნალისტი.
“ვხსნი, ცხადია, არ შეიძლება სახელმწიფოებრივი ორგანოსთვის რაიმე განსაკუთრებული “დაცული” ადგილის შექმნა ქსელში, თუმცა, შესაძლებელია თვითონ ქსელის “დაცვა” ქვეყნის ტერიტორიაზე და მათში მხოლოდ იმის დაშვება, რაც ქვეყნის უსაფრთხოებას არ უშლის ხელს. რატომ მივანიჭოთ საიტებზე წვდომა მტრებს? რატომ შევუწყოთ ხელი ტყუილის ტირაჟირებას “დიდი პუტინის” დროს?
კომპიუტერების ეკრანებზე მხოლოდ ის გამოჩნდება, რაზეც მთავრობის ნებართვა იქნება გაცემული. რუსები ასე ცხოვრობდნენ 90-იან წლამდეც, მაგრამ რა, მათი უმეტესობა ბედნიერიც იყო” – განაცხადა პორტნიკოვმა.

banner
წინა სტატიაშიპუტინის ბრძანებით რუსეთისთვის არასასურველი საერთაშორისო ორგანიზაციები ქვეყანაში დაიხურება
შემდეგი სტატიაახმეტაში ადგილობრივები წყალმომარაგების კომპანიის მიერ გამრიცხველიანებას აპროტესტებენ