რუსეთში თავისუფალი მედია იდევნება

რუსეთის ერთ-ერთი სახელმწიფო გაზეთის კორესპოდენტმა იხუმრა ,,მალე სიმართლის დაწერა, როგორც ლენინს იატაკქვეშეთში, რძის მელნით ბწკარებს შორის მოგვიწევსო,, ეს სიტყვები რუსული მედიის დღევანდელ მდგომარეობას ძალიან მიესადაგება და ამაზე ყურადღებას ამახვილებს გამოცემა ,,ნიუსვიკი,, რომელიც თავის სტატიაში წერს: ,,მიუხედავად იმისა, რომ საბჭოეთის დაშლის შემდეგ რუსული მედია ვითარდებოდა, ცდილობდა თავის ეტალონად თავისუფალება და პროფესიონალიზმი ექცია, უკრაინის მოვლენების შემდეგ მან დიდი ნახტომი გააკეთა უკან.

ახლა ძალიან რთული გახდა ჟურნალისტებისთვის ნამდვილი ჟურნალისტიკის მხარეს დადგომა, გამომდინარე იმ შიშიდან, რომ ეს ხელისუფალს არ მოეწონება და შეიძლება სამუშაოსთან ერთად ოჯახის კეთილდღეობაც დაკარგო. ამისი მაგალითი განიცადა ტელეკომპანია ,,ნოვაია პლანეტამ,, რომლის რედაქტორი პაველ პრიანიკოვი, გასული წლის 27 ნოემბერს, ყირიმში თათრების მოტაცებასთან დაკავშირებული სიუჟეტის გამო სამსახურიდან გააგდეს.,, გამოცემის აზრით ეს არ არის ერთეული შემთხვევა რუსეთში, ბევრი ანალოგი არსებობს და მათ შორის ტელეკომპანია ,,დოჟდ,,ზე განხორციელებული წნეხია… რუსეთის ხელისუფლებას სურს ჩამოართვას ამ ტელეკომპანიას ლიცენზია იმის გამო, რომ ის აკეთებს რეპორტაჟებს უკრაინის კონფლიქტზე.
,,ნიუსვიკის,, აზრით, საბჭოთა პერიოდისგან განსხვავებით, როცა დისიდენტები იატაკქვეშეთში თვითონ გამოსცემდნენ თავიანთ ჩანახატებს, ინტერნეტმა დემოკრატიულად მოაზროვნე რუს ჟურნალისტებს საქმე გაუიოლა და ისინი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ ქმნიან თავიანთ ინტერნეტ-ტელევიზიებსა თუ გამოცემებს. ,,როცა იხურება 5 გამოცემა, მისი კოლექტივი 10 ინტერნეტგამოცემას ქმნის და ამას ვერაფერს დაუპირისპირებენ,, აცხადებს გამოცემასთან საუბრისას უკრაინის კონფლიქტის ზონაში მომუშავე ,,დოჟდის,, რეპორტიორი ტიმურ ოლევსკი. სხვა ცნობილმა ჟურნალისტმა ოლეგ კაშინმა, იმისათვის, რომ ჩაეშვა თავისი პროექტი მხოლოდ 40 დოლარი დახარჯა, რაც დომეინის სახელისა და ჰოსტინგის საფასური გახლდათ საიტისათვის. ამ საიტს მილიონობით ნახვა ჰქონდა გასულ წელს.
ასევე ცნობილი როკ-ჯგუფ ,,ფუსი რაიოტის,, ორმა წევრმა მარია ალიოშინამ და ნადეჟდა ტოლოკონნიკოვამ, რომლებიც პუტინის რეჟიმის ციხეშიც იჯდნენ გარკვეული პერიოდი, თავიანთი ინტერნეტ-გვერდი გახსნეს, სადაც ადამიანის უფლებათა დარღვევისა და რუსეთის ციხეებში არსებული სიტუაციის შესახებ აქვეყნებენ მასალებს.
ასევე, უფლებადამცველმა ელენა ვასილიევამ გახსნა საკუთარი ინტერნეტ-გამოცემა ,,გრუზ-200,, რომელიც რუსეთში უგვზო-უკვლოდ დაკარგულ ჯარისკაცებზე, რომლებიც ძირითადად უკრაინაში იღუპებიან, აქვეყნებს მასალებს.
,,რაც უფრო მეტად აწვება პუტინი მედიას, მით უფრო მეტია სოლიდარობა რუს ჟურნალისტებს შორის,, აცხადებს ,,ნიუსვიკი,,

banner
წინა სტატიაშიქუთაისში, კაკაბაძის ქუჩაზე სამართალდამცავებმა ნარკორეალიზატორი დააკავეს
შემდეგი სტატიაშსს-ს სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 76 წლის ქალბატონი გადაარჩინეს