რუსეთში დოლარს აკრძალავენ: რუსების ანგარიშები ავტომატურად დაიხურება, აღმოჩენილი დოლარები კი ჩამოერთმევათ

რუსეთში დოლარს აკრძალავენ: რუსების ანგარიშები ავტომატურად დაიხურება, აღმოჩენილი დოლარები კი ჩამოერთმევათ

რუსეთში დოლარს აკრძალავენ: რუსების ანგარიშები ავტომატურად დაიხურება, აღმოჩენილი დოლარები კი ჩამოერთმევათ რუსეთის სახელმწიფო დუმაში შეტანილია კანონპროექტი რუსეთის ტერიტორიაზე დოლარის შენახვასა და ბრუნვასთან დაკავშირებით.
თუკი ამ კანონს დაამტკიცებენ, რუსები ერთი წლის მანძილზე ვალდებული იქნებიან დოლარის ანგარიშები დახურონ რუსეთში,მოქალაქეებს ბანკებში შეეძლებათ დოლარი გადაახურდავონ ევროზე, ფუნტ სტერლინგზე ან იენზე. ხოლო მათ, ვინც ამას არ იზამს, სახელმწიფო ჩამოაჭრის თანხას.
ერთ წელში რუსების დოლარის ანგარიშები ავტომატურად დაიხურება, თუკი ვინმეს მაინც დარჩება ფული დოლარებში, მათი ამოღება და სხვა ვალუტაზე გადახურდავება მოხდება.
კანონდამრღვევებისათვის სასჯელის ფორმად მხოლოდდამხოლოდ დოლარის ჩემორთმევაა დაგეგმილი.
რუსებს, ასევე დოლარის ყიდვა ეკრძალებათ.
კანონპროექტის განმარტებით ბმულში ახსნილია, რომ დოლარის პოპულარიზაცია რუბლს ხელს უშლის გახდეს მსოფლიოში მბრუნავი ვალუტა.

timer.ge

banner
წინა სტატიაშისაპატრიარქო პატრიარქის მიერ გიული ალასანიას დაბარების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს
შემდეგი სტატია„არემჯიმ“ აუდიტის ჩატარებაზე ტენდერში გამარჯვებული გამოავლინა