რუსეთში დეპუტატის თანაშემწე აფხაზმა მამაკაცმა მხეცურად მოკლა…

რუსეთში დეპუტატის თანაშემწე აფხაზმა მამაკაცმა მხეცურად მოკლა

რუსული მედიის ინფრომაციით, რუსეთის დუმის დეპუტატის ,,ედინაია როსიადან,, რაისა კარმაზინას 36 წლის თანაშემწე ივან რიაზანცევი საკუთარ ბინაში, 33 ჭრილობით მხეცურად მოკლული იპოვეს…

გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელი, რომელიც 25-27 წლის აფხაზი ეროვნების სოჭში მცხოვრები მამაკაცია, რიაზანცევმა სოციალური ქსელით გაიცნო და სახლში დაპატიჟა… სტუმარსა და მასპინძელს შორის კონფლიქტი ერთ საათში წარმოიშვა, რის შედეგადაც მკვლელმა რიაზანცევს ორი სხვადასხვა დანით 33 ჭრილობა მიაყენა… მიუხედავად მრავალი ჭრილობისა, რიაზინცევმა გარდაცვალებამდე მკვლელის დაჭრა შეძლო და მას ყური დაუზიანა… რაზეც ბინის კონსიერჟის ჩვენებაც მიუთითებს, რომელმაც რიაზინცევის ბინიდან გასული ყურებდასისხლიანებული ადამიანი სადარბაზოში ნახა.

რუსული მედიის ცნობით მკვლელი, რომელიც ჯერჯერობით დაკავებული არაა, არც თუ ისე ფრთხილად იქცეოდა, რამეთუ ის, კამერების თვალთახედის არეში რამდენიმე ადგილზე მოხვდა.

აღსანიშნავია, რომ ივან რიაზანცევს 7 თვის ორსული მეუღლე დარჩა.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშიქურთების მუშათა პარტიამ ანკარის ტერაქტის შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა…
შემდეგი სტატიაანკარის ტერაქტის 4 ეჭვმიტანილი…