რუსეთში დაკავებულ ქურდებს ხაჯინბას დაცვის უფროსის პისტოლეტები უპოვეს…

რუსული მედიის ცნობით, გუშინ რუსმა სამართლდამცავებმა სოჭში აფხაზეთის  დე-ფაქტო რესპუბლიკის 3 მოქალაქე ქურდობის ფაქტზე დააკავეს, რომელთაც ერთი დღით ადრე კრასნოდარში კერძო ბინიდან ნაძარცვი  5 პისტოლეტის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და ძვირფასეულობა თან აღმოაჩნდათ.

გავრცელებული ინფორმაციით, ქურდების მიერ რუსული სპეცსამსახურის ყოფილი, პენსიაზე გასული თანამშრომლის ბინიდან მოპარული 5 პისტოლეტიდან 2, აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის  დაცვის უფროსი უფროსის საკუთრებაა და დაუდგენელი მიზეზით რუსეთში სხვის ბინაში უკანონოდ ინახებოდა.

რუსული მედიის ცნობით, საქმე იარაღების მფლობელების მიმართაც აღიძრა და მათ რუსეთის ტერიტორიაზე საკუთრებაში არსებული იარაღის უკანონო შენახვა გადატანის გამო,  ჯარიმის გადახდა მოუწევთ.

banner
წინა სტატიაშიგუბაზ სანიკიძე საგარეო უწყებას ირანთან ურთიერთობების გააქტიურებისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიაირინა სარიშვილი: დღეს ორი გზაა და მესამე არ არსებობს!