რუსეთში დაკავებული უკრაინელი მფრინავის ნადეჟდა სავჩენკოს გათავისუფლების შესახებ შეთანხმდნენ

მინსკში გამართული მოლაპარაკებების შედეგად, რუსეთში დაკავებული უკრაინელი მფრინავის ნადეჟდა სავჩენკოს გათავისუფლების შესახებ შეთანხმდნენ.
“როიტერის” ცნობით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ განაცხადა.
სავჩენკოს რუსეთში ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში და რუსეთის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში ადანაშაულებდნენ. დღეს მიღწეული შეთანხმდებით კი, ის რუსულმა მხარემ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს.
უკრაინული მედიის ცნობით, მინსკში “ნორმანდიული ოთხეულის” შეხვედრის შედეგად მხარეები ასევე შეთანხმდნენ ყველა მძევლის 19 დღის განმავლობაში გათავისუფლებაზეც.
მინსკში “ნორმანდიული ოთხეულის” შეხვედრა გუშინ დაიწყო და დღეს 16 საათიანი მოლაპარაკების შემდეგ დასრულდა. მოლაპარაკებებში მონაწილეობას იღებდნენ უკრაინის, რუსეთის, გერმანიისა და საფრანგეთის პირველი პირები

banner
წინა სტატიაშირუსმა ჟურნალისტმა, იური ბარმინმა სოციალურ ქსელში, „ნორმანდიული ოთხეულის“ მიერ მიღებული სამშვიდობო დოკუმენტის ფოტოები გამოაქვეყნა.
შემდეგი სტატიადონბასიდან სამხედრო ტექნიკის გაყვანა არაუგვიანეს ხვალ უნდა დაიწყოს და მაქსიმუმ 14 დღეში დასრულდეს