რუსეთში გაურკვეველი მიზეზით სიკვდილიანობა გაიზარდა

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში რუსეთში სიკვდილიანობა 5%-ით გაიზარდა. მონაცემებს გაზეთი „კომერსანტი“ რუსეთის სტატისტიკის სამსახურების მიერ გავრცელებულ მონაცემებზე დაყრდნობით აქვეყნებს. ექსპერტები მოვლენის ერთიან მიზეზებს ვერ ხედავენ, თუმცა ეს დაემთხვა რუბლის დევალვაციას, ეკონომიკური სიტუაციების ფონზე გამძაფრებულს სტრესს და ჯანდაცვის სისტემაში არსებულ გარდაქმნებს.
მონაცემების მიხედვით, სიკვდილიანობა ერთ რომელიმე რეგიონში არ არის გაზრდილი, თუმცა შედარებით მომატებულია მსხვილ ქალაქებში, ცენტრელურ რუსეთში, ვოლგისპირეთში და ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში.
გაზრდილია სასუნთქი გზებით, ასევე გულის იშემიური დაავადებების ფონზე გარდაცვალების ფაქტები.
ექსპერტები აღნიშნავვენ, რომ მოცემული სტატისტიკა ოპერატიულია და შესაძლებელია სრულყოფილად დამუშავების შემთხვევაში მაჩვენებლები შეიცვალოს.

banner
წინა სტატიაშიპუტინი ევროკავშირთან კავშირების აღდგენას აპირებს
შემდეგი სტატიაავსტრალია: ტერორიზმში ეჭვმიტანილი მოზარდი დააკავეს