რუსეთში გამოკითხულთა 50%-ზე მეტი სტალინს უჭერს მხარს

რუსეთში გამოკითხული მოქალაქეების 50% -ზე მეტი ქვეყნის ისტორიაში იოსებ სტალინის როლს დადებითად აფასებს – ნათქვამია «ლავანდა-ცენტრის» გამოკითხვაში.
სტალინის რეიტინგმა 2015 წელს ყველა სხვა დროისგან განსხვავებით პიკს მიაღწია – 52%.
გამოკითხვაში «პიროვნებების როლი რუსეთის ისტორიაში» დაახლოებით 1600 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ის 46 დასახლებულ პუნქტში და 134 ადგილას ჩატარდა.

რესპოდენტებს შესთავაზეს შეეფასებინათ ნიკოლოზ მეორე, რასპუტინი, ლენინი, ტროცკი და სამოქალაქო ომის «თეთრები».

მიხეილ გორბაჩოვი გამოკითხვაში ნახსენებია «სსრკ-ს დანგრევის» სექციაში.
ხრუშოვი, ანდროპოვი და პუტინი გამოკითხვაში არ შედიოდნენ.
სტალინის რეიტინგი 2006 დან 2014 წლამდე მერყეობდა. მაგრამ ბოლო კვლევით ცხადი გახდა, რომ რუსეთის მოსახლეობის 52 % თვლის, რომ სტალინმა ქვეყნის ცხორვებაში დადებითი როლი ითამაშა.
ბევრი თაყვანისმცემელი სოფლებში ყავს «ხალხის ბელადს».
სოციოლოგები ადრე ამბობდნენ, რომ რუსეთის მოსახლეობაში არ არის კონსესუსი სტალინის როლზე რუსეთის ისტორიაში.

banner
წინა სტატიაშიევროკომისიამ საბერძნეთთან მოლაპარაკებები ჩავარდნილად გამოაცხადა
შემდეგი სტატიამზიურში გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს