რუსეთში გამარჯვების დღეს მასშტაბურად აღნიშნავენ

აღლუმირუსეთში მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავის მიძღვნილ ღონისძიებას მასშტაბურად აღნიშნავენ. ღნისძიების კულმინაცია მოსკოვში მიმდინარეობს.
წითელ მოედანზე ათასობით ჯარისკაცი გაივლის მარშირებას და ნაჩვენები იქნება ახალი რუსული მოდელის სამხედრო ტექნიკა. აღლუმი რუსეთის დროით 10.00 საათზე დაიწყო.
სამხედრო აღლუმები და სადღესასწაულო მსვლელობები შორეულ აღმოსავლეთში უკვე ჩატარდა. ხაბაროსვკში, ვლადივასტოკში, ბელოგორსკში, უსურიისკში, სამხრეთ-სახალინში და პეტროპავლოვკ-კამჩატკაში აღლუმში ასობით ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
მოსკოვში 20-ზე მერი ქვეყნის მეთაური ჩავიდა სპეციალურად ამ აღლუმისთვის, თუმცა, უკრაინის მოვლენების გამო ბევრმა მათგანმა მასში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
2014 წლის უკრაინის კონფლიქტის დაწყებიდან 6 ათასზე მეტი მოქალაქეა დაღუპული.

banner
წინა სტატიაშიქალაქ ჯვარში მეორე მსოფლიო ომის გმირის მელიტონ ქანთარიას მემორიალური ბიუსტი გაიხსნა
შემდეგი სტატიაპოლიციამ გამოფენა „ჩვენ გავიმარჯვეთ“ დაარბია