“რუსეთში აბსოლუტურად ყველამ იცის, რომ ჩემთვის უმთავრესი პრიორიტეტი ჩემი ქვეყნის ერთიანობაა”

ნინო ბურჯანაძე: ვიმედოვნებ, რომ თუნდაც საარჩევნოდ, „ქართული ოცნება“ შეეცდება სამართლიანობა ადამიანების გარკვეული ნაწილის მიმართ მაინც აღდგეს

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მოსკოვში ვიზიტის დროს მთავარი თემა რუსეთის უმაღლეს პირებთან საუბრისას სწორედ საქართველოს ერთიანობა იყო.

ბურჯანაძის თქმით, შანსი ქვეყნის გადარჩენისა, რუსეთთან ურთიერთობების დალაგებისა ჯერ კიდევ არსებობს.

„ეს არის რთული საკითხი, რომელიც დიალოგის გარეშე მოგვარებული ვერ იქნება. ამ დიალოგში უპირველესად ვგულისმხობ ქართულ-ოსურ და ქართულ-აფხაზურ დიალოგს, მაგრამ ამავდროულად რუსეთის ჩართულობასაც. ჩვენ თავს ვიტყუებთ, გულზე მჯიღის ცემით და იმის ძახილით, რომ არ დაველაპარაკებით ოკუპანტს და უცხოეთი დაგვეხმარება. ეს არის ილუზია და ოცნება, რომელიც ვერ ასრულდება. მე ვალდებული ვარ, რაც არ უნდა არაპოპულარული იყოს ჩემი განცხადებები ჩემს ხალხს ვუთხრა: შანსი ქვეყნის გადარჩენისა, რუსეთთან ურთიერთობების დალაგებისა ჯერ კიდევ არსებობს, მაგრამ გაუბედავი და უგუნური პოლიტიკოსების გამო ეს შანსი ყოველდღე მცირდება. მე ვიქნები დამნაშავე ჩემი ქვეყნის წინაშე, რომ ამ შანსის გამოყენებაზე ხალხი არ გავაფრთხილო“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაში“თაიმერის” ფოტორეპორტაჟი გლდანის მე–6 მიკრორაიონიდან
შემდეგი სტატიაწლის დასაწყისიდან დღემდე რუსეთიდან აფხაზეთში 16 500 ტურისტული ავტობუსი შევიდა