“რუსეთსა და დეფაქტო სამხრეთ ოსეთს შორის ხელშეკრულება არალეგიტიმურია,” – თამარ ბერუჩაშვილი

დეფაქტო აფხაზეთის შემდეგ რუსეთი ხელშეკრულებას დეფაქტო სამხრეთ ოსეთთან აფორმებს. ე.წ. სახელმწიფო საზღვრის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება ოფიციალურმა თბილისმა უკვე ცნო არალეგიტიმურად. განცხადება რამდენიმე წუთის წინ პირველმა დიპლომატმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა გააკეთა.

ბერუჩაშვილის განცხადებით ხელშეკრულება როგორც დეფაქტო აფხაზეთთან ასევე ცხინვალთან საერთაშორისო საზოგაოდების მიერ არალეგიტიმურადაა აღქმული.

“ეს ხელშეკრულება როგორც ყველა სხვა ხელშეკრულებები არ არის ლეგიტიმური. ამ ხელშეკრულებას არ აღიარებს არავინ და მას არ აქვს არავითარი ძალა,”- აცხადებს თამარ ბერუჩაშვილი.

საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ რუსეთის ქმედებებზე ოფიციალური თბილისი ვითარებას საერთაშორისო თანამეგობრობას აწვდის.

banner
წინა სტატიაშინინო გვენეტაძე მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით დანიშვნას “საფრთხის შემცველად” არ მიიჩნევს
შემდეგი სტატიააფხაზეთით ტუროპერატორები დაინტერსედნენ