რუსეთმა შესაძლოა, უცხოური სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტზე შეზღუდვები ნაწილობრივ მოხსნას

რუსეთმა საკუთარ ბაზარზე შესაძლოა, უცხოური სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტზე შეზღუდვები ნაწილობრივ მოხსნას, – ამის შესახებ გამოცემა “იზვესტიას” რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ დიმიტრი პესკოვმა განუცხადა.
“ჩვენ შეგვიძლია ვიმუშაოთ უცხოური პროდუქციის შემოტანის სხვა სქემაზე, რომელიც არა პირდაპირ იმპორტს, არამედ სოფლის მეურნეობის ნედლი პროდუქციის რუსეთის ტერიტორიაზე ინვესტიციების განხორციელების მიზნით შემოტანას გულისხმობს”, – განაცხადა პესკოვმა.
მოსკოვმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში ევროკავშირის არაერთი ქვეყნიდან სოფლის მეურნეობის სხვადასხვა პროდუქციის იმპორტზე ემბარგო დააწესა. ეს იყო რუსეთის მხრიდან დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებზე ერთგვარი პასუხი.

banner
წინა სტატიაშიშსს–მ ბათუმში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა
შემდეგი სტატია„ვიმედოვნებთ, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ გამოძიების პროცესი გამჭირვალედ წარიმართოს“