რუსეთმა ყირიმი შესაძლებელია ჰონკონგის მოდელით დააბრუნოს

რუსეთმა ყირიმი შესაძლებელია ჰონკონგის მოდელით დააბრუნოს

რუსეთმა ყირიმი შესაძლებელია ჰონკონგის მოდელით დააბრუნოსრუსეთმა ყირიმი უკრაინას შესაძლებელია თანდათან დაუბრუნოს ჰონკონგის მოდელივით. პუტინის დამხობის მერეც რუსეთი მაინც არ იქნება თანახმა ანექსირებული ნახევარკუნძული დემოკრატიული გზებით გადასცეს უკრაინას.
ამის შესახებ «ატკრიტაია რასსიას» დამფუძნებელმა მიხეილ ხადარკოვსკმა განაცხადა «უკრაინინფოსთან» საუბარში.
«მე რა გამოსავალს ვხედავ? მე ვხედავ, რომ შესაძლებელია საზოგადოების დარწმუნება და მანდატის ჰონკონგის მოდელზე აღება» – განაცხადა ხადარკოვსკიმ.
ამასთანავე, მან თქვა, რომ ყირიმის ანექსია საერთაშორისო ხელშეკრულებების და კანონების დარღვევით მოხდა, მაგრამ გათვლა იმაზე, რომ ამას რუსი საზოგადოება გაიგებს, არასწორი იქნება, თვლის ოპოზიციონერი.
«სრული დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ რუსეთის მოსახლეობა უკრაინას და უკრაინელებს ვერ მისცემს პირობას, რომ ანექსიის გამო კომპენსაციას გადაუხდიან ან დაუბრუნებენ ყირიმს. ამიტომ ვთვლი, რომ პრობლემის მოკლევადიანი გადაწყვეტა არ მოხდება» – თვლის რუსი პოლიტიკოსი.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი: ვეფხვს ნაციონალებს არავინ აბრალებს ამას თვითონ იბრალებენ
შემდეგი სტატიაუკრაინიდან თბილისის ზოოპარკში ლომის 2 ბოკვერს ჩამოიყვანენ