რუსეთმა უკრაინასთან “კავკასიის” და “ყირიმის” პორტებიდან გადაზიდვებზე ხელშეკრულება გააუქმა

რუსეთმა უკრაინასთან

რუსეთმა უკრაინასთან "კავკასიის" და "ყირიმის" პორტებიდან გადაზიდვებზე ხელშეკრულება გააუქმა “მიღებულ იქნას რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს წინადადება, რომელიც შეთანხმებულია რუსეთის იუსტიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებთან, რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროსა და უკრაინის კავშირგაბმულობის და ტრანსპორტის სამინისტროებს შორის დადებული ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ” – ნათქვამია დოკუმენტში, რომელიც პრემიერმა მედვედევმა 25 აგვისტოს ხელმოწერით დაადასტურა.
ხელშეკრულება, რომელზეც საუბარია 2004 წელს იქნა დადებული ორივე მხარის მიერ ქერჩში.
“რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს დაევალოს უკრაინულ მხარს შეატყობინოს შესაბამისი გადაწყვეტილება” – ნათქვამია მთავრობის განკარგულებაში.

2013 წელს ყირიმში მომსვლელების 66%-მა ისარგებლა რკინიგზით. გასულ წელს 40%-მა, 2015 წელს კი უკრაინის მხრიდან რკინიგზის მომსახურება სრულად იქნა შეჩერებული.
რუსეთის მიერ დაგეგმილი ახალი გზა 2018 წელს შევა ექსპლოატაციაში. ის 19 კილომეტრის მონაკვეთს მოიცავს და აქედან გზის 6 კილომეტრი დაგეგმილია წყალქვეშ.
მთავრობის მიერ გამოქვეყნებული პროექტის თანახმად, აღნიშნული გზის მშევენლობის ბიუჯეტი 3,3 მილიარდი დოლარია.

banner
წინა სტატიაშიოქროყანაში,სავარაუდოდ ორმხრივი სროლა მოხდა
შემდეგი სტატიასანქციების მიუხედავად კობზონს ევროკავშირის ვიზა მისცეს