რუსეთმა სირიის საზღვრებთან წვრთნები დაიწყო…

რუსეთმა უკვე გააფრთხილა საერთაშორისო ავიაგადამზიდავები, რომ ხმელთაშუა ზღვაზე სირიის საზღვრებთან დაწყებული საზღვაო ფლოტის სამხედრო წვრთნები 17 სექტემბრამდე გაგრძელდება…

სამხედრო ავიაციის, რაკეტების გამოყენებით მიმდინარე საზღვაო ფლოტის სამხედრო წვრთნები, სირიის პორტ ტარტუსიდან 70 კილომეტრის მოშორებით ტარდება… აღსანიშნავია, რომ სწორედ ტარტუსში არის განლაგებული ხმელთაშუაზღვაში მდებარე ერთადერთი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა რუსული ფლოტისა.

მსოფლიო საზოგადოების მიერ გამოთქმული მზარდი ეჭვი, რუსი სამხედროების სირიის კონფლიქტში მონაწილეობაზე, რუსეთის მიერ დაწყებულმა წვრთნებმა სირიის საზღვართან კიდევ უფრო გააღრმავა… ხოლო აშშ-ს ადმინისტრაციამ პირდაპირ მიმართა პარტნიორ ქვეყნებს, რომ სირიის კონფლიქტში მონაწილეობაზე თავშეკავებასთან დაკავშირებით, გააძლიერონ ზეწოლა რუსეთზე.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშიევროპელები ლტოლვილი ბავშვის წამებისთვის უნგრელი ჟურნალისტის დასჯას ითხოვენ… (VIDEO)
შემდეგი სტატია,,რუნიმ ლაპარაკი არ იცის…,, აცხადებს ვან გალი