რუსეთმა სირიაში ზღვიდან დაიწყო დაბომბვები

რუსეთმა სირიაში ზღვიდან დაიწყო დაბომბვები

რუსეთმა სირიაში ზღვიდან დაიწყო დაბომბვებირუსულმა გემებმა სირიის ტერიტორიაზე ტერორისტული დაჯგუფებების დაბომბვა დაიწყეს. რუსეთის მთავრობის განცხადებით, ოპერაცია წუხელ დაიწყო კასპიის ზღვის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილიდან.
თავდაცვის მინისტრის ვიქტორ შოიგუს განცხადებით, გემებიდან 26 გასროლა მოხდა 11 სამიზნეზე.

რუსეთის გენშტაბის განცხადებით, სარაკეტო კომპლექს “Калибр НК”-დან გასროლა წინასწარ იყო შეთანხმებული სირიის ოპოზიციის პარტნიორებთან, თუმცაღა, არ ზუსტდება, ვინ პარტნიორებზეა საუბარი.
გუშინ პენტაგონის გენშტაბის ხელმძღვანელის ეშტონ კარტერის განცხადებით, აშშ და კოალიცია სირიაში სამხედრო ოპერაციებთან დაკავშირებით თანამშრომლობას არ აპირებს.
ასევე, უკვე გარკვეულია, რომ ნატო და აშშ მოსკოვს საკუთარ სადაზვერო მონაცემებს რა გაუზიარებს.

banner
წინა სტატიაშიაშშ: რუსეთის დარტყმების 90% სირიის ოპოზიციისკენ არის მიმართული
შემდეგი სტატიასაბერძნეთი მზად არის გერმანული ქონება დააყადაღოს