რუსეთმა პოლონური შპროტის შემოტანა აკრძალა

რუსეთმა პოლონური შპროტის შემოტანა აკრძალა

რუსეთმა პოლონური შპროტის შემოტანა აკრძალარუსეთის შესაბამისმა სამსახურებმა პოლონეთიდან შპროტის შეტანა აკრძალეს. აკრძალვა 14 აგვისტოს შედის ძალაში.

რუსეთის სურსათის მართვის სააგენტოში კომპანია Graal S.A.-ას პროდუქცია შეამოწმეს და ამტკიცებენ, რომ ეტიკეტზე დატანებული საკვები მაჩვენებლები არ ემთხვევა სინამდვილეს.
“თევზის დაკონსერვებული პროდუქციის – “შპროტი ზეითუნის ზეთში” რამდენჯერმე შემოწმებისას ბენზ(ა)პინერის დაბალი შემადგენლობა დადგინდა, რაც რუსეთში მომხმარებლის უფლებების დარღვევაა, რადგანაც ეტიკეტის წარწერა არ ემთხვევა პროდუქციის რეალურ შემადგენლობას” – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ივნისში ამავე უწყებამ თევზის და თევზის პროდუქტების ესტონეთიდან და ლატვიიდან შემოტანა აკრძალა, ისინი აცხადებენ, რომ რიგიდან მიღებულ დოკუმენტებს ვერ კითხულობენ, რადგანაც დოკუმენტები ლატვიურ ენაზეა შედგენილი.
გადაწყვეტილება ევროკომისიამ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ნორმების წინააღმდეგ მიმართულად შეაფასა.

banner
წინა სტატიაშიჯავახეთის რეგიონში თევზის უიშვიათესი სახეობა “ტბის კალმახი” აღმოაჩინეს
შემდეგი სტატიასახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, საპატრულო პოლიციამ ომბუდსმენის რეკომენდაცია არ გაითვალისწინა