რუსეთმა ნორვეგიის უშიშროებას საკუთარი ჯაშუშები ჩაუსვა

ნორვეგიული NRK-ს ცნობით, კონტდაზვერვის უფროსმა არნე კრისტიან ჰეუგსტეილმა ნორვეგიულ მედიასთან განაცხადა, რომ რუსეთის სპეცსამსახურები ნორვეგიის უშიშროების სამსახურში საკუთარი აგენტების ჩასმას ცდილობდნენ.

,,რუსეთს ჭირდებოდა, რომ გაეგო ჩვენი მეთოდების შესახებ. ამიტომ რუსეთის სპეცსამსახურები შეეცადნენ, რომ ჩაენერგათ საკუთარი აგენტები პოლიციის უშიშროების სამსახურში  (PST-ში), რათა მათ გადაეცათ ინფორმაცია რუსებისთვის… 100%-თ დარწმუნებული არა ვარ… მაგრამ ვიმედოვნებ, რომ მათ ეს ვერ შეძლეს,, განაცხადა ჰეუგსტეილმა.

ანალოგიური განცხადება, ნორვეგიის უშიშროებამ 2008 წელსაც გაავრცელა, როდესაც ხელისუფლებას ნორვეგიაში რუსეთის საელჩოს საფარქვეშ მოქმედ რუსული აგენტურის გააქტიურებაზე აუწყა.

მიმდინარე წლის მარტში, კი შვეციის კონტრდაზვერვამ გამოაცხადა, რომ რუსული სპეცსამსახურების ქმედებები მთავარ საფრთხეს წარმოადგენენ  ქვეყნის ნაციონალური უსაფრთხოებისთვის.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირი საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინისთვის 2 მილიარდის გამოყოფას გეგმავს
შემდეგი სტატიაანგელა მერკელი: ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს და უკრაინის მცდელობები საკმარისი არ არის