რუსეთმა ნორვეგიის ოკუპაციის შესახებ ფილმის გამო მწუხარება გამოთქვა

რუსეთმა ნორვეგიის ოკუპაციის შესახებ ფილმის გამო მწუხარება გამოთქვა

რუსეთმა ნორვეგიის ოკუპაციის შესახებ ფილმის გამო მწუხარება გამოთქვანორვეგიაში რუსეთის საელჩომ მწუხარება გამოთქვა სერიალის გამო, რომლის სიუჟეტის მიხედვითაც რუსი სამხედროები სკანდინავიის ნაწილის ოკუპაციას ახდენენ.
სერიალი “ოკუპირება” ნორვეგიის ტელეარხ ტვ2-ის ეთერში გავა.
ფილმის სიუჟეტის მიხედვით, ნორვეგიის მთავრობაში მოდიან “მწვანე” პოლიტიკსები, ისინი ნავთობის მოპოვებაზე უარს ამბობენ, რომლის შემდეგაც ევროკავშირის ხელმძღვანელობა, რომელსაც არ უნდა ნორვეგიული ენერგოქსელის დათმობა, რუსეთს სთხოვს ნორვეგიაში შესვლას. მოსკოვი თანხმდება და ქვეყნის ნავთობის და გაზის საბადოებს იკავებს.

ნორვეგიაში რუსეთის საელჩომ განაცხადა, რომ სერიალის ავტორები “ცივი ომის” ცუდი ტრადიციებიდან გამომდინარე ნორვეგიელი მაყურებლის დაშინებას შეეცადნენ.

“მიუხედავად იმისა, რომ სერიალის ავტორები აღნიშნავენ გამოგონილი სიუჟეტის შესახებ, რომელსაც თითქოს არაფერი აქვს საერთო სინამდვილესთან, ფილმი სრულიად რეალური ქვეყნების შესახებაა, მათ შორის რუსეთზე, რომელსაც, სამწუხაროდ, აგრესორის როლი აქვს”.

თვითონ ნორვეგიაში გამოგინილ სერიალში რუსეთის შეჭრაზე არაერთგვაროვანი რეაქცია აქვთ. როცა 2013 წელს სერიალის ავტორებმა გადაღება დაიწყეს, ოსლოს უნივერსიტეტის დოცენტმა ისტორიკოსმა ბერნ დიტლეფ ნისტადმა ბიბისისთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ტელეპროექტი ნორვეგიელი მაყურებლისთვის შეურაცხმყოფელია, რომლებიც 1944 წელს გერმანული ოკუპაციისგან საბჭოთა კავშირმა დაიხსნა.
“მსგავსი ფილმები არასდროს არავის გადაუღია. შეიძლება აშშ-ში ცივი ომის დროს, მაგრამ ესეც საეჭვოა. დარწმუნებული ვარ, რომ ნორვეგიელები ფილმის ეკრანზე გამოსვლით შოკირებული იქნებიან” – განაცხადა ისტორიკოსმა.

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველი ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების დაცვისთვის საჭირო ღონისძიებების შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრს რეკომენდაციით მიმართავს
შემდეგი სტატიაეს ჩვენი ისტორიაა, ტრაგიკული ისტორია…