რუსეთმა ნატო ჯაშუშომანიაშიაში დაადნაშაულა

ნატოში რუსეთის წარმომადგენელმა რუსეთისთვის ბრიუსელის მისიის შეწყვეტის შეასახებ ისაუბრა.
„ნატოში რუსეთის წარმომადგენლების ჯაშუშობაში ბრალდება „აბსოლუტურად იდეოლოგიური ინექციაა,“ რომელიც რუსეთის მისიის შემცირების გამართლებას ცდილობს“ – ასეთი განცხადებით გამოვიდა ნატოში რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელი ალექსანდრ გლუშკო რუსეთის ერთ-ერთ არხზე.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ნატომ რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებს დელეგაციის ორჯერ შემცირება სთხოვა.
„ნატოში კარგად უნდა იგებდნენ მათი გადაწყვეტილების სიმძიმეს. ყველა ვარიანტში მათ ის მაინც იციან, რომ გატეხვა შენებას არ ნიშნავს. თუკი ნატო მყარად დადგება საკუთარ პოზიციაზე, ეს იმას ნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ დელეგაციის გაზრდის იმედი არ უნდა გვქონდეს“ – განაცხადა გლუშკომ.
მოსკოვმა ნატოს გადაწყვეტილებას „არამეგობრული“ უწოდა.
ნატოს ოფიციალური ვერსიით, რუსეთის ალიანსში წარმომადგენლების 50-დან 30-მდე შემცირება ადმინისტრაციული ხასითის არის და ის ალიანსის წევრი ქვეყნების ყველა დელეგაციას შეეხო.
თუმცა, The New York Times-ში გამოქვეყნებული მასალაში ნათქვამია, რომ რუსეთის დელეგაციის 71 წევრიდან 38 ჯაშუში იყო და ისინი სხვადასხვა სახის ინფორმაციის შეგროვებით იყვნენ დაკავებულები.

banner
წინა სტატიაშიერაყში აშშ-ს საკონსულოსთან აფეთქებას 3 ადამიანი შეეწირა
შემდეგი სტატიათაიმსი – „100 ყველაზე გავლენიანი ადამიანი“