“რუსეთმა ნატო-საქართველოს საწვრთნელი ცენტრი არ უნდა აღიქვას და შეაფასოს, როგორც საფრთხე”

ქართველ ხალხს სამძიმარს უცხადებს ჯეიმს აპატურაი

ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი მიიჩნევს, რომ რუსეთმა ნატო-საქართველოს საწვრთნელი ცენტრი საფრთხედ არ უნდა აღიქვას.

როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში აპატურაიმ განაცხადა, ნატო არ უყურებს და არ აღიქვამს ნატო-საქართველოს ერთობლივ საწვრთნელ ცენტრს ანტირუსულ ცენტრად ან რუსეთის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად.

“ჩვენ ყურადღებას პრაქტიკულ ელემენტებზე ვამახვილებთ, ანუ რას გააკეთებს ცენტრი იმისთვის, რომ ნატოს-თან თავსებადობა გაიზარდოს. რაც ყველაზე მთავარია, თითოეულმა ამ ნაბიჯმა, საქართველო მომავალი წევრობისთვის უნდა მოამზადოს. ასე, რომ ცენტრს აქვს ძალიან მკაფიო სარგებელი. რა თქმა უნდა, ეს არის სიგნალი, ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობისა და პარტნიორობისა. საქართველომ დაიმსახურა და პარტნიორობისთვის ყველაფერი გააკეთა. თუ რომელიმე ქვეყანა სამეზობლოში და მათ შორის რუსეთი ფიქრობს, რომ მუშაობით, დემოკრატიული განვითარებით ნატო-ს სამშვიდობო ოპერაციაში კონტრიბუციით საქართველო მიდის ნატო-სთან ახლოს, წინაპირობაა, რომ მეტი ნატო იყოს საქართველოში, ასევე მეტი საქართველო ნატო-ში. მინდა ვთქვა, რომ ეს მხოლოდ პოზიტიური სიგნალია. არავინ, მათ შორის რუსეთმა, არ უნდა აღიქვას და შეაფასოს ცენტრი, როგორც საფრთხე. ცენტრის მიზანი თავსებადობის ამაღლებაა, ეს არ ნიშნავს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაწვრთნას იმისთვის, რომ ვინმეს ისინი თავს დაესხან. თუ რუსეთი სხვადასხვაგვარ ინტერპრეტაციას მოახდენს, ეს ნიშნავს, რომ რუსეთს სურს ინტერპრეტაცია და არა იმიტომ რომ არსებული ფაქტები, ხელს უწყობს მსგავსი დასკვნების გაკეთებას”,- განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

banner
წინა სტატიაში15 წლის მოზარდი აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატია
შემდეგი სტატიალატვია: პედაგოგი ვალდებულია სამშობლო უყვარდეს