რუსეთმა ისრაელს ფაქტობრივად ომი გამოუცხადა

რუსეთმა ისრაელს ფაქტობრივად ომი გამოუცხადა

რუსეთმა ისრაელს ფაქტობრივად ომი გამოუცხადაპუტინის განცხადებამ, რომ ირანს ЗРК С-300-ით მოამარაგებს, ისრაელის აღშფოთება გამოიწვია. ისრაელი ერთადერთი სახელმწიფო იყო, რომელიც უკრაინის კრიზისის გამო შემოიღებულ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ უჭერდა მხარს. “მადლობის სამაგიერო” რუსეთმა ისრაელს ასე გადაუხადა, რომელსაც ისრაელი, ცხადია, არ აპირებს უპასუხოდ დატოვოს – ის უკრაინის და საქართველოს იარაღით მომარაგებას აპირებს.

უნდა ითქვას, რომ რუსები ისრაელის იარაღს კარგად იცნობენ – 2008 წელს რუსეთ-საქართველოს შორის საომარი მოქმედებების დროს რუსული თვითმფრინავები ზუსტად ისრაელის მიერ მოწოდებული იარაღით იქნა ჩამოგდებული, რომელიც რუსებისთვის ნამდვილი შოკი იყო. რუსებს არა აქვთ და არც არასდროს შეეჯახებიან სუპერთანამედროვე “სასტიკ იარაღს”, რომლის მოგერიებაც კი არ შეუძლიათ.
მაშინ საქართველოში საომარი მდგომარეობის შედეგებით, ისრაელის ზეწოლით რუსეთი იძულებული გახდა ირანისთვის ЗРК С-300 -ზე ემბარგო დაეწესებინა. სამაგიეროდ, ისრაელმა რუსეთს ერთი მილიარდი დოლარის რამდენიმე ტიპის იარაღი მიაწოდა.

ახლა რუსეთმა ისრაელთან დადებულ შეთანხმებას ყურადღება არ მიაქცია და ირანთან იარაღის მიწოდება აღადგინა. ისრაელის პასუხმა რუსებს შესაძლეებლია ყველა კარტი აურიოს – უკრაინის ომში ისრაელის სარაკეტო სისტემის გამოჩენამ ჰაერში და ხმელეთზე პრორუსული ძალები, შესაძლებელია, ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩააგდოს.
რუსეთის კიდევ ერთი მარცხი შესაძლებელია ისრაელის ირანის ატომური ობიექტების დაბომბვა აღმოჩნდეს, რომლის სასწრაფო პასუხად ანტითვითმფრინავების და რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის სრული მოდერნიზება იქნება საჭირო.

ნაბიჯმა, რომელიც ისრაელისთვის თითქმის ომის გამოცხადებას ნიშნავს, შესაძლებელია რუსეთის ეკონომიკა სრულიად გაანაგდუროს – ისევე, როგორც ეს უკვე მოხდა საბჭოთა კავშირის დროს – ამბობენ რუსი ექსპერტები.

მასალა მომზადებულია newrezume-ს მიხედვით.

banner
წინა სტატიაშისერგო რატიანი: ეს არის ერთმნიშვნელოვნად ივანიშვილის დაკვეთა
შემდეგი სტატია“მის სამყაროს” კანადელი გამარჯვებული