რუსეთმა თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტი ოფიციალურად დაადასტურა

“ტასის” ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გუშინ ოფიციალურად დაადასტურა თურქეთის საჰაერო სივრცეში იმ რუსული სამხედრო თვითმფრინავის ხანმოკლე შესვლა, რომელიც სირიის ოპერაციებში მონაწილეობდა.

“შაბათს, 3 ოქტომბერს, გეგმური ფრენის დასრულების შემდეგ, ტყის მთიანი მასივის თავზე მანევრების შესრულებისას “ჰმეიმიმის” აეროდრომზე დაბრუნების დროს, რუსეთის სამხედრო თვითმფრინავმა “სუ-30″-მა რამდენიმე წამით თურქეთის საჰაერო სივრცე გადაკვეთა”, – განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გენერალ-მაიორმა იგორ კონაშენკოვმა.მისი თქმით, ანალიზის შედეგად სირიაში რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სამეთაურო ჯგუფის მიერ მიღებულია სათანადო ზომები, მომავალში მსგავსი შემთხვევეის თავიდან აცილების მიზნით. კონაშენკოვის განცხადებით, თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევა უამინდობის გამო მოხდა. სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, 4 ოქტომბერს მოსკოვში თურქეთის სამხედრო ატაშეს აღნიშნული ფაქტის შესახებ ეცნობა.

banner
წინა სტატიაშიზურაბ აბაშიძე: საქართველო ძალიან აქტიურად გამოჩნდა აშშ-ის აბსოლუტურად ყველა სივრცეში
შემდეგი სტატია12 დაღუპული – ობამამ კაროლინას შტატი სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა