რუსეთი ძალის დემონსტრირებას ახდენს

ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში მასშტაბური სამხედრო საველე წვრთნები არის ძალის დემონსტრირება და შანტაჟირუსეთის ფედერაციის მხრიდან სამხრეთ სამხედრო ოლქში, ასევე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე – ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში მასშტაბური სამხედრო საველე წვრთნები არის ძალის დემონსტრირება და შანტაჟი, – ასე შეაფასა სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა რუსეთის ფედერაციის ქმედებები “პალიტრა TV”-ს გადაცემა “რეზიუმეში”.
პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ქმედებები არის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს წინაშე გამოწვევა. “რუსეთი სამხრეთის მიმართულებით შეიარაღებულ ძალებს ამოწმებს და ეს დასავლეთის წინააღმდეგ დემონსტრირებაა, რომ მიუხედავად ყველაფრისა – “მე მზად ვარ ომისთვის”. ბუნებრივია, იგულისხმება საქართველოს ტერიტორიაც, თუ მას ეს დასჭირდა. მაგრამ საქართველოში რუსეთმა უკვე მიაღწია ყველაფერს. მაქსიმალურად მოირგო ისე, როგორც მაშინდელმა ხელისუფლებამ მას ამის უფლება მისცა”, – აღნიშნა ზაქარეიშვილმა. მინისტრის თქმით, ქვეყანამ საერთაშორისო საზოგადოებას უნდა მოუწოდოს ადეკვატური შეფასება მისცეს რუსეთის ქმედებებს.
რუსეთის ფედერაციის სამხრეთ სამხედრო ოლქში, ასევე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე – ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში მასშტაბური სამხედრო საველე წვრთნები დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, წვრთნები ერთდროულად 12 პოლიგონზე ტარდება. მასში 2 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და ხუთასზე მეტი ერთეული სამხედრო ტექნიკა მონაწილეობს, ასევე – საჰაერო თავდაცვის დანაყოფები.

banner
წინა სტატიაშირუსეთი უკრაინას კონფლიქტური რეგიონების აღიარებით ემუქრება
შემდეგი სტატიაშეიძლება ისეთი რაღაცეები მოხდეს, რომ დენი საერთოდ აღარ იყოს საქართევლოში