რუსეთი ძალის გამოყენება ძვირად უნდა დაუჯდეს – აცხადებს ბზეჟინსკი

,,რუსეთი მიილტვის შექმნას დიდი იმპერია.. ზოგიერთები ფიქრობენ, რომ ეს შესაძლებელია… შესაძლებელზე მეტიცაა, მაგრამ  რუსეთს ეკონომიკური პრობლემები და შინაგანი სისუსტე არ აძლევს ამის საშუალებას,, განაცხადა ცნობილმა პოლიტოლოგმა და აშშ-ს პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა ზბიგნევ ბზეჟინსკიმ გერმანული მარშალის ფონდის მიერ ორგანიზებულ ფორუმზე.
ბზეჟინსკის აზრით, დასავლეთმა უნდა მოძებნოს ბალანსი მოსკოვთან დიპლომატიურ ურთიერთობებში.
,,ჩვენ უნდა მოვძებნოთ ბალანსი იმ პოლიტიკას შორის, რომელსაც ვთავაზობთ რუსეთს და ამავე დროს დავარწმუნოთ რუსეთი, რომ გარკვეული ხაზების გადაკვეთა მას ძვირი დაუჯდება,, აღნიშნა ბზეჟინსკიმ.
ბზეჟინსკიმ გამოხატა შეშფოთება, რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ,,მნიშვნელოვანი ომისთვის,, მზადყოფნის გამო და გამოხატა მტკიცე რწმენა და აუცილებელიობა იმისა, რომ რუსეთს ცხადად ეთქვას: ,,შეგნებულად ძალის გამოყენების შედეგად ის დიდ საფასურს გადაიხდის, და რომ ჩვენ მზად ვართ განვახორციელოთ ყველა აუცილებელი ღონისძიებები,, განაცხადა ბზეჟინსკიმ

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიარუსეთი დანიას ბირთვული იარაღით დაემუქრა