რუსეთი სირიაში მასშტაბურ სახმელეთო ოპერაციას იწყებს…

ამერიკული ტელეკომპანია CNN-ი, პენტაგონის წყაროებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ რუსეთი სირიაში მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისათვის ემზადება…

ამერიკელი ექსპერტების განცხადებით, რუსეთის მიერ სახმელეთო ჯარებისა და შეიარაღების დასავლეთ სირიაში გადასხმისა და მათი გადაადგილების გაშიფრვა, საფუძველს იძლევა ვივარაუდოთ, რომ რუსეთი ამ ქვეყანაში საჰაერო ოპერაციების კვალდაკვალ, მსხვილ სახმელეთო ოპერაციასაც ამზადებს.

CNN-ის წყაროების ცნობით, რუსეთის სახმელეთო ჯარების შეირაღება სირიაში, რომელიც ტანკებისა და ჯავშანტრანსპორტიორების გარდა საარტილერიო დანადგარებისა და ზალპური ცეცხლის დანადგარის БМ-30-საგან (,,სმერჩი,,) შედგება, მიმართული იქნება არა მხოლოდ ტერორისტული ორგანიზაცია ,,ისლამური სახელმწიფოს,, წინააღმდეგ ოპერაციის ჩასატარებლად, არამედ ასადის რეჟიმის მოწინააღმდეგე ოპოზიციური შეიარაღებული ძალების გასანადგურებლადაც….

ამერიკელი ექსპერტების განცხადებით, მასშტაბურ სახმელეთო ოპერაციაში, რომელსაც რუსეთის ასადის სამხედრო ძალებთან ერთად  რეჟიმის მოწინააღმდეგეთა გასანადგურებლად ამზადებს, მას ირანიდან ჩასული სამხედროები და ლიბანური ,,ჰეზბოლას,, ბოევიკები დაეხმარებიან.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ადრე არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთი სახმელეთო ჯარის გამოყენებას არ აპირებს სირიაში, ამ ქვეყნის სახმელეთო შეიარაღებული ძალების აქტიურობა სირიაში უკვე სახეზეა, აცხადებენ ამერიკელი ექსპერტები.

TIMER-AA

 

 

banner
წინა სტატიაშიმე ქართულ პოლიტიკაში ვიყავი, ვარ და ვიქნები სანამ მექნება უნარი, რომ ვიაზროვნო
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტი ქართული მედიის დასაცავდ გამოდის