რუსეთი სირიას ევრაზიულ კავშირში ეპატიჟება

სირიის პრემიერის ვაილ ალ-ჰალკის განცხადებით, მისი მთავრობა რუსეთთან მოლაპარაკებებს მართავს სირიის ევრაზიულ კავშირში მიერთებასთან დაკავშირებით…

,,მიმდინარეობს მოლაპარაკებები რუსეთთან, სირიის ევრაზიულ კავშირსა და თავისუფალ საბაჟო ზონაში გაწევრიანების გზებზე. ჩვენ ვხედავთ ამაში მეგობარ სახელმწიფოებთან ურთიერთობის გაუმჯობესების სარგებელს… რაც გაგვიადვილებს ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებს მათთან,, განაცხადა ვაილ ალ-ჰალკიმ.

აღსანიშნავია, რომ რუსეთს უკვე აქვს ხელმოწერილი სირიასთან გაზგადამამუშავებელი ქარხნის, საირიგაციო არხების, ელექტროსადგურების მშენებლობისა და ნავთობის საბადოების დამუშავების ხელშეკრულებები.

banner
წინა სტატიაში„მე განსაკუთრებით ფრთხილად ვეკიდები ქართველი მინისტრების განცხადებებს“
შემდეგი სტატიაგურამ დონაძე – ჩვენ ბრალი არ გვედება არავის მკვლელობაში