რუსეთი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს პრობლემას წარმოადგენს

რუსეთი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს პრობლემას წარმოადგენს

რუსეთის ფედერაციის, აფხაზეთისა და ცხინვალის ე.წ. ხელშეკრულებების თაობაზე პრეზიდენტმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისასა ყურადღება გაამახვილა და განმარტა, რომ რუსეთი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს პრობლემას წარმოადგენს.

„ჩვენი უსაფრთხოების უმნიშვნელოვანეს პრობლემას წარმოადგენს რუსეთის ფედერაცია. რუსეთი ფედერაცია კვლავ არ ასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე შეთანხმებას. უარს ამბობს საქართველოს მიმართ ძალის არგამოყენების ვალდებულების აღებაზე. გასულ წელს შეიარაღებულმა ძალებმა გააგრძელეს მანიპულირება მავთულხლართებით. რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის და ცხინვალის, სამხრტეთ ოსეთის ხელკშეკრულებების გაფორმების გამო ჩემი მიმართვის საპასუხოდ პარლამენტმა ეს აქტები ანექსიად შეაფასა და ამ შეფასებას შეუერთდნენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და ჩვენ მადლობა უნდა ვუთხრათ მათ.“

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილმა “ქართულ ოცნებას” წინასაარჩევნო დაპირება შეახსენა
შემდეგი სტატიაშსს-ს სამოქალაქო სამსახურად გარდაქმნის რეფორმა აღარ გაჭიანურდება