რუსეთი საკუთარი ინტერესის გამო ყველაფერზე წავა – აცხადებს პუტინი

რუსეთი ომს არავისთან აპირებს-ვლადიმერ პუტინი

ყირიმის ანექსიასთან დაკავშირებით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ყველაფერი სწორად გაკეთდა და არაფერზე არ ნანობს…

,,მე მათ ვეუბნებოდი, ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხია ხალხი… არ ვიცი თქვენ ვის ინტერესებს იცავთ, მაგრამ ჩვენ ჩვენის დასაცავად ბოლომდე წავალთ ყველაფერზე… და ეს ძალიან მვიშვნელოვანი რამ არის.,, განაცხადა პუტინმა

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთს უნდა დაეცვა თავისი  ხალხი კიევის ხელისუფლებაში მოსული ,,ბანდეროველებისაგან,, და აღედგინა ისტორიული სამართლიანობა…

,, არა იმიტომ, რომ  გვინდა რამე  ჩავკბიჩოთ, ჩამოვხიოთ… არც იმიტომ, რომ ყირიმს სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს შავ ზღვაზე…  არამედ იმიტომ, რომ ეს იყო ისტორიული სამართლიანობის ელემენტი. მე ვიქრობ, რომ მოვიქეცით სწორად და არ ვნანობ არაფერზე,, განაცხადა პუტინმა.

banner
წინა სტატიაშიბრიუსელში კონფერენცია “საქართველოს ახალი შესაძლებლობები ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ფარგლებში” გაიმართება
შემდეგი სტატიავერ ვიტყვი რამდენად სამართლიანია საბერძნეთის სასამართლო, თუმცა შესაძლოა არაა სასამართლო კორუფციისგან თავისუფალი