რუსეთი საბჭოთა კავშირი არ არის, რომ ყველამ მის ხარჯზე იცხოვროს – აცხადებს ჟირინოვსკი

ევროაზიული საბაჟო კავშირის ხელშეკრულებაზე ხელმომწერი ქვეყნების მოქალაქეებს, რუსეთში უვიზოდ ჩასვლისა და რეგისტრაციის გარეშე ცხოვრების უფლება აქვთ, რაც რუსეთის დუმის დეპუტატისა და ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის ვლადიმერ ჟირინოვსკის უკმაყოფილებას იწვევს… ,,ჩვენ უკვე მეოთხე ქვეყნის ხელშეკრულების რატიფიცირებას ვახდენთ ევრაზიული საბაჟო კავშირის ფარგლებში და არ ვკითხულობთ თუ რა შედეგებს მოიტანს ეს დანაშაულის კუთხით. ამ მეზობელი ქვეყნებიდან ხომ დამნაშავეთა დიდი ნაკადი მოედინება რუსეთში?! ჩამოვლენ სომხეთიდანაც დამნაშავეები და რეგისტრაციის გარეშე იცხოვრებენ რუსეთში. საერთოდაც ამ ხელშეკრულებებით იგებენ, ყაზახები, ბელორუსები, სომხები და არა რუსეთი,, განაცხადა ჟირინოვსკიმ, რუსეთის პარლამენტში სომხეთთან ხელშეკრულების რატიფიცირებისას.
,,რუსეთი საბჭოთა კავშირი არ არის, რომ ყველას ერთი პასპორტი და ერთი ვალუტა ჰქონდეს და ყველამ რუსეთის ხარჯზე იცხოვროს, არ უნდა გავიმეოროთ საბჭოეთის ცუდი მაგალითები,, აცხადებს ჟირინოვსკი

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი: რაც აჭარაში ხდება, ეს მარტივი ასახსნელია
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენც ვართ მზად ქამრები შემოვიჭიროთ