“რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებთან ე.წ. შეთანხმების გაფორმებით საქართველოს ტერიტორიების ანექსიას ეწევა”

გაეროში ერთი დელაგაცია გაემგზავრება და ასამბლეაზე სიტყვით ირაკლი ღარიბაშვილი გამოვა

საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა ატლანტიკური საბჭოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, თამარ ბერუჩაშვილი ატლანტიკური საბჭოს კონფერენციაზე – “ტრანსატლანტიკური სტრატეგია აღმოსავლეთ ევროპისათვის” სიტყვით გამოვიდა პანელზე – “ერთიანი და თავისუფალი ევროპისკენ”.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სადისკუსიო პანელს ასევე, უძღვებოდნენ სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და მოწვეული ექსპერტები.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სადისკუსიო პანელზე სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა მსოფლიოში დღეს არსებულ გამოწვევებზე და აღნიშნა, რომ თანამედროვე სამყარო მოწმეა საერთაშორისო წესრიგის ფუნდამენტური პრინციპებისა და ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის დარღვევის.
საგარეო უწყების ინფორმაციით, რეგიონში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას, მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს უსაფრთხოების, მისი დემოკრატიული განვითარების გარანტი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია გახლავთ.
“ქართველებისათვის ეს გახლავთ ეროვნული იდეა და ისტორიული არჩევანი, რომელსაც მხარს უჭერს ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი და ასევე პოლიტიკური ელიტა, აღნიშნულის გამო საქართველო გამორჩეულია აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში მონაწილე ქვეყნებში”, – განაცხადა ბერუჩაშვილმა.
მინისტრმა საკუთარ გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიერ ბოლო წლების განმალობაში მიღწეულ პროგრესზე.
ატლანტიკურ საბჭოში სიტყვით გამოსვლისას თამარ ბერუჩაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და აღნიშნა, რომ რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებთან ე.წ. შეთანხმების გაფორმებით საქართველოს ტერიტორიების ანექსიას ეწევა.
“უკრაინაში მიმდინარე მოვლენები, მიუხედავად მისი სიმწვავისა, არ შეიძლება განვიხილოთ იზოლირებულად, ეს გახვალთ რუსული სცენარის ნაწილი გააფართოვოს მისი დომინირება რეგიონში და შექმნას ახალი ე.წ. გავლენის სფეროები. ჩვენ ყველანი ჩვენი სუვერენული ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანისთვის ვისჯებით”, – აღნიშნა ბერუჩაშვილმა.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა რიგის სამიტზე და ამ მხრივ საქართველოს მიზნებსა და ამოცანებზე. მან იმედი გამოთქვა, რომ მიუხედავად ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორი სახელმწიფოების წინაშე არსებული გამოწვევებისა, რიგის სამიტი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისათვის კონკრეტული შედეგების მომტანი იქნება, რაც საქართველოსთან მიმართებაში, არის სავიზო დიალოგში არსებული პროგრესის ადეკვატური ასახვა და ასევე, მკაფიო ევროპული პერსპექტივის დაფიქსირება ევროკავშირის მხრიდან, რაც იქნება მნიშვნელოვანი სიგნალი.
ვაშინგტონში ატლანტიკურ საბჭოში გამართული დისკუსია ორგანიზაციისა და ლატვიის, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ინიციატივით შედგა. დისკუსიის მთავარი საკითხი ევროპაში განვითარებული პროცესები და ტრანსატლანტიკური თანამშრომლობა იყო.

banner
წინა სტატიაშისამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით რუსთაველზე აქცია მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაირაკლი ალასანიამ მოსახლეობასთან შეხვედრაზე ხელისუფლების მხრიდან მასზე არსებულ ზეწოლაზე ისაუბრა