რუსეთი მკვლელობებითა და პოლიციელთა რაოდენობი ლიდერი გახდა

,,როიტერის,, მიერ გავრცელებული ინფორმაციით, წლის განმავლობაში მომხდარი მკვლელობების რაოდენობის მოსახლეობის რაოდენობასთან შეფარდებით, მსოფლიოში პირველ ადგილზე მექსიკა გავიდა ხოლო მეორეზე რუსეთი… ევროპის ქვეყნებს შორის კი რუსეთი პირველ ადგილზეა, მეორეზე მოლდოვა, ხოლო მესამეზე ლიტვა.
გარდა ამისა, რუსეთმა პირველი ადგილი დაიკავა ერთ სულ მოსახლეზე პოლიციელთ რაოდენობით… მეორე ადგილზე გავიდა თურქეთი, მესამე იტალია, ხოლო მეოთხე პორტუგალია გახდა.
,,ერთის მხრივ ჩვენს ქვეყანაში პოლიციელთა დიდი რაოდენობაა, მეორეს მხრივ კი მძიმე დანაშაულების… რაც იმით აიხსნება, რომ ჩვენი სამართალდამცავი ორგანოები, მხოლოდ დანაშაულის გახსნაზე მუშაობენ და არა პროფილაქტიკის მიმართულებით,, განაცხადა რუსეთში ,,წამების წინააღმდეგ კომიტეტის,, ხელმძღვანელმა იგორ კალიაპინმა, რუსულ მედიასთან საუბრისას.

banner
წინა სტატიაში,,მის რუსეთის,, წინააღმდეგ პროკურატურამ საქმე აღძრა
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი: უნდა შევძლოთ გაფრთხილება იმის, რაც გვაქვს, უნდა შევძლოთ დაბრუნება იმის, რაც დავკარგეთ