რუსეთი ისტორიის გაყალბებას სპეციალური სამხედრო ასეულით შეებრძოლება…

რუსეთი ისტორიის გაყალბებას სპეციალური სამხედრო ასეულით შეებრძოლება...

რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს გადაწყვეტილებით, თავდაცვის სამინისტროში ისტორიის ფალსიფიკაციასთან მებრძოლი სპეციალური სამეცნიერო ასეული შეიქმნება…

რუსული მედიით გავრცელებულ ინფორმაციაში, საუბარია თავდაცვის უწყების ცენტრალური არქივის ბაზაზე სამეცნიერო ასეულის შექმნაზე, რომელიც ისტორიის გაყალბების წინააღმდეგ იმუშავებს. ამ სამსახურში სამხედრო მოსამსახურეები 2016 წლიდან მიიღებიან და ისინი სპეციალობით ისტორიკოსები, სოციოლოგები და სხვა პროფილური სფეროს კურსდამTავრებულები იქნებიან, აცხადებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.

აღსანიშნავია, რომ რუსულ არმიაში პრეზიდენტ პუტინის ბრძანებით შექმნილი 8 სამეცნიერო ასეული უკვე მსახურობს, რომელთაც სხვადასხვა სამხედრო სფეროები აქვთ ჩაბარებული.

www.timer.ge

 

banner
წინა სტატიაშიგლდანის N8 პენიტენციურ დაწესებულებაში მოშიმშილე მსჯავრდებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
შემდეგი სტატიაქურთების მუშათა პარტიამ ანკარის ტერაქტის შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა…