რუსეთი ევროპას აფრთხილებს… არ მიაწოდონ უკრაინას იარაღი

„ვაფრთხილებთ ჩვენ ევროპელ პარტნიორებს, რომ რომ ლეტალური შეიარაღების უკრაინისათვის მიწოდება იქნება უპასუხიმსგებლო და არალეგიტიმური ნაბიჯი, რომელიც ევროპის კონტიტნენტის უსაფრთხოებისათვის ყველაზე სერიოზულ შედეგებამდე მიგვიყვანს“ – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსეი მეშკოვმა. მისი თქმით, უკრაინისათვის იარაღის მიწოდება არალეგიტიმური იქნება.

მოსკოვის დღევანდელი განცხადება ერთგვარი პასუხია უკრაინის პრეზიდენტის პეტრე პოროშენკოს მიერ რამდენიმე დღის წინ გაჟღერებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის 11 ქვეყანა მზადაა უკრაინა შეიარაღებით მოამარაგოს.

banner
წინა სტატიაშიკატეგორიულად ვგმობ ზუგდიდში მომხდარ ინციდენტს–ირაკლი ღარიბაშვილი
შემდეგი სტატიაფონდი “ქართუ” განცხადებას ავრცელებს