რუსეთი დანიას ბირთვული იარაღით დაემუქრა

ერთ მშვენიერ დღეს მამა–მარჩენალი თავისი უძღები გუნდით საკუთარი ხელით დაგებულ მახეში აღმოჩნდება

თუ რუსეთი აქამდე ნატოს გაფართოებას და მეზობელ ნატოური ქვეყნების თავდასხმითი შეიარაღებებით მომარაგებას აპროტესტებდა, ახლა უკვე სამეზობლოს გარეთ მყოფ ნატოურ ქვეყნებს გადაწვდა და მათ საკუთარი თავის დაცვასაც უკრძალავს… მსგავსი მაგალითი ამ დღეებში დანიაში დაფიქსირდა.

რუსეთის ელჩმა დანიაში განაცხადა, რომ ეს ქვეყანა შესაძლებელია რუსეთის მხრიდან ბირთვული დარტყმის სამიზნე გახდეს.

,,ეს მოხდება მაშინ, თუ დანია ნატოს ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემის წევრი გახდება,,  განაცხადა რუსეთის ელჩმა დანიაში მიხეილ ვანინმა დანიურ ,,Jyllands Posten,,-ტან  საუბარში.

,,მე უბრალოდ არ მჯერა, რომ დანიას მთლიანობაში გათვიცნობიერებული აქვს თუ რა შედეგი შეიძლება მოუტანოს, აშშ-ს მეთაურობით შექმნილ ნატოს ანტისარაკეტო სისტემაში შესვლამ… მოხდება კი ის, რომ დანიური საზვაო ხომალდები რუსული ბირთვული იარაღის სამიზნეები გახდება…  ეს რა თქმა უნდა დანიის გადასაწყვეტია… მე უბრალოდ გაფრთხილებთ, რომ თქვენ შეიძლება დაკარგოთ ფული და უსაფრთხოება,, განაცხადა რუსეთის ელჩმა.

რუსეთის ელჩის ამ სიტყვებმა დანიელ პოლიტიკოსებში განრისხება გამოიწვია… დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოუწოდა საკუთარი ქვეყნის პოლიტიკოსებს არ დაძაბონ სიტუაცია და თავად გასცა პასუხი რუს დიპლომატს:

,,დაუშვებელია მსგავსი მითითებები… რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ ნატოს ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემა, თავდაცვითი სისტემაა და ის რუსეთის საწინააღმდეგოდ არ არის მიმართული. ჩვენ ბევრ რამეში არ ვეთანხმებით რუსეთს, მაგრამ არ გვსურს სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვა,, განაცხადა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარტინ ლიდეგაარდმა.

 

banner
წინა სტატიაშირუსეთი ძალის გამოყენება ძვირად უნდა დაუჯდეს – აცხადებს ბზეჟინსკი
შემდეგი სტატიაერთ მშვენიერ დღეს მამა–მარჩენალი თავისი უძღები გუნდით საკუთარი ხელით დაგებულ მახეში აღმოჩნდება