რუსეთი გამანადგურებლებს აქრტიკაში განათავსებს

რუსეთი გამანადგურებლებს ანტარქტიკაში განათავსებს

რუსეთი გამანადგურებლებს ანტარქტიკაში განათავსებსრუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის, რადიოკოლაციური სადგურებს და გამანადგურებლებს განათავსებენ.

გუშინ საჰაერო -კოსმოსური თავდაცვის სამხედრო მეთაურის მოადგილის კირილ მაკაროვის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ცნობილი გახდა, რომ რუსეთი ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანესთან დაკავშირებული გეგმების გაფართოვებას აპირებს. «ჩვენ ბევრს ვლაპარაკობთ რუსეთის შესაძლებლობების  აქრტიკაში გაძლიერებაზე. ახლა აქ სხვა გასაქანი გვაქვს, ვანთავსებთ შეიარაღების ახალ მოდელებს, ისეთებს როგორიც არის ზენიტური სარაკეტო კომპლექსი «პანცირი», მონტაჟდება ახალი რადიოკოალიციური სადგურები, მალე კი საავიაციო გამანადგურებლებიც გამოჩნდება» – «რია ნოვოსტი « ციტირებს მაკაროვს.
პირველ ივნისს რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შაიგუს მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, არქტიკაში ფართო მასშტაბური სამხედრო ინფრასტრუქტურის მშენებლობები მიდის. მან აღნიშნა, რომ კონკრეტულად საუბარია კოტელნის, ვრანგელის კუნძულებსა და ჩრდილოეთ და ახალი მიწის არქიპელაგებზე.

banner
წინა სტატიაში“ეს იყო ვიზიტი, რომელიც ახალ იმპულსს მისცემს ჩვენს თანამშრომლობას,”- პრეზიდენტი ბრატისლავაში ვიზიტს აფასებს
შემდეგი სტატიაბერლინში ეგვიპტის მოთხოვნით «ალ-ჯაზირას» ჟურნალისტი დაიჭირეს