რუსეთის შორსმიმავალი მიზნები: სარკინიგზო ჯარები ენგურამდე რკინიგზის აღდგენას შეუდგნენ

რუსული და აფხაზური საინფორმაციო საშუალებები ადასტურებენ, რომ რუსეთის სარკინიგზო ჯარები აფხაზეთში, ოჩამჩირე-ენგურის მონაკვეთზე რკინიგზის განნაღმვით და აღდგენით არიან დაკავებული…
ამ ინფორმაციას მედიასთან საუბრისას ადასტურებს აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო საწარმოს ,,აფხაზეთის რკინიგზის,, ხელმძღვანელი გურამ გუბაზი.
,,რუსეთის სარკინიგზო ჯარები ოჩამჩირე-ენგურის მონაკვეთის განნაღმვით და აღდგენით არიან დაკავებული. ისინი ჩვენ უანგაროდ, ანაზღაურების გარეშე გვეხმარებიან. ჩვენ არ ვფლობთ ინფორმაციას თუ რამდენი სამხედროა ამ სამუშაოებში ჩართული… ეს საიდუმლოა… ჩვენ არ გვინდა აჟიოტაჟის შექმნა, მაგრამ ქართველებმა ხმაური ატეხეს. ჩვენ არ ვიცით განახლდება თუ არა ტრანზიტული მიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის და ეს ჩვენზე არაა დამოკიდებული… უბრალოდ ადამიანები გვეხმარებიან და გზას წმენდენ,, განაცხადა გურამ გუბაზმა, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ აფხაზეთის რკინიგზის ეს მონაკვეთი ომის მერე არ ფუნქციონირებდა და არც შეუკეთებიათ…
,,აფხაზეთის რკინიგზის,, დეფაქტო ხელმძღვანელისა და დე-ფაქტო რესპუბლიკის სხვა წარმომადგენლების განცხადებიდან აშკარად ჩანს, რომ თავად აფხაზები რკინიგზის ამ მონაკვეთის აღდგენით ნაკლებად არიან დაინტერესებული და ეს მხოლოდ რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებაა, რომელიც შორსმიმავალ მიზნებს ემსახურება.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშივიდეო რომელსაც youtube-ზე 28 მილიონზე მეტი ნახვა აქვს…
შემდეგი სტატიადოკუ უმაროვი რამზან კადიროვზე: ის მკვლელია (VIDEO)