რუსეთის “შავი სია” დილოგის საშუალებას არ ტოვებს დიალოგისთვის

რუსეთს ანექსირებული აქვს ყირიმი-ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო

რუსეთს ანექსირებული აქვს ყირიმი-ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია მიიღოევროპელი დიპლომატების თქმით, ევროკავშირს არ მიუღია “ინფორმაცია სამართლებრივი მიზეზების და გადაწყვეტილების მიღების პროცესის” შესახებ.
გუშინ ევროკავშირში კომენტარი გაუკეთეს რუსეთის გადაწყვეტილებას, რომელმაც ევროპის ბევრ პოლიტიკოსს რუსეთის ფედერაციაში შესვლა აუკრძალა. ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის თავმჯდომარემ, ფედერიკა მოგერინმა რუსეთის მიერ გავრცელებულ “შავ სიას”, რომელში 89 გვარია შესული “აბსოლუტურად გაუმერთლებელი” უწოდა.
სიას თანდართული აქვს შენიშვნა “დამატებითი განმარტებების გარეშე”. ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელის თქმით, სია არ შეიცავს “ინფორმაციას მიზეზებსა და კრიტერიუმებზე.”

ევროპარლამენტის თავმჯდომარის მარტინ შულცის თქმით, სია “მიუღებელია”, მისი აზრით, მსგავსი ნაბიჯები მხოლოდ “აქვეითებს ორმხრივ ნდობას, ასევე ამცირებს შესაძლებლობებს კონსტრუქციული დიალოგისთვის, რომელიც აუცილებელია გეოპოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად.”
რუსეთის “შავ სიაში”, 89 ევრპელი პოლიტიკური და სამხედრო ფიგურაა შესული.

banner
წინა სტატიაშიქართული მარლთმსაჯულების პარადოქსები ალანიას საქმეზე
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი – 2014 წელი იყო ქალთა მიმართ განსაკუთრებული ძალადობის წელი