«რუსეთის ფედერაცია დღეს არსებული საზღვრებით არსებობას დაახლოებით 10 წელში შეწყვეტს»

«რუსეთის ფედერაცია დღეს არსებული საზღვრებით არსებობას დაახლოებით 10 წელში შეწყვეტს»

«რუსეთის ფედერაცია დღეს არსებული საზღვრებით არსებობას დაახლოებით 10 წელში შეწყვეტს»«დიმიტრი მედვედევის პრეზიდენტობის დროიდან დღემდე რუსეთში მყოფმა ინვესტორებმა საერთო ჯამში ასობით მილიონი დოლარი დაკარგეს» – ასეთი აზრი გამოთქვა რუსმა ფინანსისტმა და ფინანსურმა ანალიტიკოსმა სლავა რაბინოვიჩმა.
ამასთანავე, მან ხაზი გაუსვა იმას, რომ დანაკარგი განიცადეს როგორც უცხოელმა, ასევე რუსმა ინვესტორებმა. მისი აზრით, საერთო ჯამში დანაკარგი შესაძლებელია ტრილიონი დოლარითაც განისაზღვროს.
«ეს ყველაზე ცუდი საინვესტიციო ისტორიაა 21-ე საუკუნეში პლანეტის ცივილიზაციების ისტორიაში. მისი მალე დავიწყებაც, ფაქობრივად, შეუძლებელია და მას ვერავინ დაივიწყებს. დანაკარგის ნაწილი ფულით განისაზღვრება და ის პუტინის და მისი თანამებრძოლების ჯიბეში აღმოჩნდა, მაგრამ მხოლოდ ნაწილი, რადგანაც, დამატებითი ღირებულების დანაკარგი “zero sum game”-ს (თამაში ნულოვანი თანხიდან. სიტუაცია, როცა ერთი იგებს, მაგრამ მეორე აგებს) ამაში არ იგულისხმება» – წერს ფინანსისტი.
ამასთანავე, რობინოვიჩმა ხაზი გაუსვა, რომ პუტინი და მისი გარემო რუსეთის ფედერაციის ისტორიაში შევლენ როგორც «ცივილიზაციის ისტორიაში ყველაზე მაფიოზური კლეპტოკრატიის არქიტექტორები და როგორც ბანდა, რომელმაც რუსეთი დაანგრია».
«ამ ისტორიის შედეგი იქნება ის, რომ რუსეთის ფედერაცია დღეს არსებულ საზღვრებით არსებობას დაახლოებით 10 წელში შეწყვეტს. მხოლოდ იმედი უნდა დავიტოვოთ იმის, რომ ეს სამოქალაქო ომებისა და სისხლისღვრის გარეშე მოხდება» – წერს რობინოვიჩი.

banner
წინა სტატიაშიქუთაისში გამწვანების სამსახური ყვავილებს წვიმაში რწყავს (ფოტო)
შემდეგი სტატიაფოთის იუსტიციის სახლის საზეიმო გახსნის ღონისძიება ერთი თვით გადაიდო