რუსეთის სანქციები საქართველოს

საქართველოში აფრიკული ჭირის ეპიზოოტიკური არასტაბილური მდგომარეობის გამო რუსეთის სურსათის უვნებლობის სამსახური საქართველოს საწარმოებში დამზადებული პროდუქტების რუსეთში შეტანაზე უარს ამბობს. იგივე ეხება პროდუქტებს, რომელიც თევზის ფქვილს შეიცავს.
რუსეთის სურსათის უვნებლობის სააგენტოს მიერ გავრცელებული განცხადება მხოლოდ ნიჟეგოროდის რეგიონალურ მედიაშია გამოქვეყნებული. უფრო მეტიც, აკრძალვის მიზეზები სინამდვილეს არ შეესაბამება, რადგანაც არანაირი არასტაბილური მდგომარეობა აფრიკული ჭირის გამო საქართველოს ტერიტორიაზე ღორებს არ გააჩნიათ.

გუშინ რუსეთმა განაცხადა, რომ ქართული ღვინის რამდენიმე სახეობა სტანდარტებს არ შეესაბამება. რუსეთის შესაბამისი უწყების მიერ გაკეთებული განცხადებები მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ჯერ პრემიერმა მედვედევმა , შემდეგ კი რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა გააკეთეს განცახდება საქართველოსთვის მორიგი ემბარგოს დაწესების შესახებ საქართველოს ევროკავშირის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მიერთების გამო.

banner
წინა სტატიაშინინო გიორგობიანი შინაგან საქმეთა სამინისტროს ტოვებს
შემდეგი სტატიაგიგა ბოკერია: მთავრობა და უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები არ უნდა ატყუებდნენ ხალხს